ფილადელფია 76-ის სამ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

როგორც ამ წუთებში ხდება ცნობილი, კორონავირუსმა NBA-ს მორიგი კლუბი დააზარალა. ამჯერად ეს კლუბი “ფილადელფია 76-ია”. კლუბი არ ასახელებს იმ პირთა პერსონალურ ინფორმაციას, რომლებიც კოვიდ 19-ით ინფიცირდნენ, შესაბამისად ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დაინფიცირდა: მწვრთნელი, კალათბურთელი თუ სამწვრთნელო შტაბის წევრები.

ეს ინფორმაცია უკვე თავად კლუბმაც დაადასტურა და მათ ოფიციალური განცხადება გააკეთეს: “გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჩვენი კლუბის 3 წევრი კოვიდ 19-ით არის ინფიცირებული. გარკვეული მიზეზების გამო, ჩვენ არ ვასახელებთ მათ ვინაობას. ამ სამი ადამიანის გარდა, კვლევა ჩაიტარა სრულიად “ფილადელფია 76-მა” და ყველას პასუხი ნეგატიურია. ჯანმრთელობას ვუსურვებთ ჩვენს თანამემამულეებს, კლუბის წევრებსა და სამწვრთნელო შტაბს.”

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

ფილადელფია 76-ის სამ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

სტატიის ავტორი
-