ფინიქს სანსმა დენვერ ნაგეთსს მესამე მატჩიც მოუგო

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფლეიოფის ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩში ,,დენვერ ნაგეთსმა” ,,ფინიქს სანსს” უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 102:116 დამარცხდა. მონტი უილიამსის გუნდმა მეტოქეს ზედიზედ მესამე შეხვედრაში მოუგო.

,,დენვერს” ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც არასრულ 40 წუთში სამმაგი დუბლი გაიფორმა – 32 ქულა, 20 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება. სერბი, უილტ ჩემბერლენისა და კარიმ აბდულ-ჯაბარის შემდეგ, გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც ფლეიოფში 30-ქულიანი, 20-მოხსნიანი და 10-პასიანი სამმაგი დუბლი მიითვალა. 21 ქულა და 5 ასისტი იყო მონტე მორისის ანგარიშზე.

,,ფინიქსის” შემადგენლობაში დევინ ბუკერი გამოირჩა – უკანახაზელმა 28 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 27 ქულას, 8 შედეგიან გადაცემას, 6 მოხსნასა და 3 ჩაჭრას მოუყარა თავი კრის პოლმა.

,,ნაგეთსსა” და ,,სანსს” შორის მომდევნო შეხვედრა ორშაბათს, 14 ივნისს, კვლავ დენვერშია ჩანიშნული.


მატჩის მიმოხილვა

ფინიქს სანსმა დენვერ ნაგეთსს მესამე მატჩიც მოუგო

სტატიის ავტორი
-