პლეი-ოფის პირველი თამაშის MVP – შერმადინმა ბურგოსთან გაიბრწყინა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში “ტენერიფემ” შინ “ბურგოსი” 86:78 დაამარცხა.

მორიგი ბრწყინვალე თამაში ჩაატარა მასპინძელთა ქართველმა ცენტრმა, გიორგი შერმადინმა. 32 წლის კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესოდ გამოიყურებოდა და სრულიად დამსახურებულად, გიორგი შეხვედრის MVP-იც გახდა.

შერმადინმა 22 წუთში 16 ქულა (9-დან 6 ორქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 6 მოხსნა და 2 გადაცემა მიითვალა, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტითაც (24) ყველას აჯობა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შერმადინი ახლახანს ესპანეთის ACB ლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

 

პლეი-ოფის პირველი თამაშის MVP – შერმადინმა ბურგოსთან გაიბრწყინა

სტატიის ავტორი
-