პორზინგისის ემოციური დამშვიდობება “ნიუ-იორკს”.

როგორც მოგეხსენებათ “ნიუ-იორკ ნიქსის” ლატვიელი კალათბურთელი კრისტაფს პორზინგისი კარიერას “დალას მავერიქსში” გააგრძელებს. კრისტაფსმა ამასთან დაკავშირებით ინსტაგრამზე ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.

“ნიუ-იორკს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება. დიდი მადლობა ყველას ვინც ჩემი აქ ყოფნა ასეთი განსაკუთებული გახადა ჩემთვის და ჩემი ოჯახისათვის”

პორზინგისი 2015 წელს “ნიქსმა” დრაფტზე მეოთხე ნომრად აირჩია, თითქმის 4 წლიანი ნიუ-იორკული კარიერის მანძილზე ლატვიელი მატჩში საშუალოდ 17.8 ქულას, 7.1 მოხსნას, 2.0 ბლოკს და 1.3 პასს აგროვებდა.

პორზინგისის ემოციური დამშვიდობება “ნიუ-იორკს”.

სტატიის ავტორი
-