რასელ ვესტბრუკი ლეიკერსის კალათბურთელია!

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გუნდები საკუთარი შემადგენლობის გადახალისებასა და განახლებაზე არიან ორიენტირებულნი, რისთვისაც, როგორც დრაფტს, ასევე შიდა ცვლილებებს იყენებენ.

ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი შენაძენი ამ ეტაპისათვის “ლეიკერსმა” განახორციელა, რომელთა რიგებსაც ახალი სეზონიდან NBA-ის ერთ-ერთი სუპერვარსკვლავი, რასელ ვესტბრუკი გააძლიერებს.

ვაშინგტონ “ვიზარდსი” მნიშვნელოვანი ფიგურის გარეშე დარჩა, თუმცა გუნდმა მნიშვნელოვანი პრივილეგიები მოიპოვა.

ვესტბრუკის ნაცვლად “ვიზარდსის” რიგებში 4 ახალი კალათბურთელი ითამაშებს, ესენი არიან: კაილ კუზმა, კენტავიუს კოლდუელ-პოუპი, მონტრეზ ჰარელი და 2021 წლის დრაფტის 22-ე ნომერი.

საყურადღებოა, რომ აღნიშნულთან ერთად დედაქალაქელებმა 2024 და 2028 წლის მეორე რაუნდის პიკის არჩევის პრივილეგიაც მიიღეს.

ამრიგად, “ბრუკლინს” “ლეიკერსის” სახით უმნიშვნელოვანესი კონკურენტი გამოუჩნდა, რაც ახალ სეზონს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

რასელ ვესტბრუკი ლეიკერსის კალათბურთელია!

სტატიის ავტორი
-