საბერძნეთმა ესპანეთს 16 ქულით მოუგო – იანისმა 31 ქულა მოაგროვა

საბერძნეთის ეროვნულმა ნაკრებმა ათენში, ამხანაგურ შეხვედრაში, ესპანეთი 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:70 დაამარცხა.

გამორჩეული მატჩი ჩაატარა ბერძნების სუპერვარსკვლავმა, იანის ანტეტოკუნმპომ, რომელმაც 20 წუთში 31 ქულა, 10 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ეროვნულ გუნდში ერთ შეხვედრაში მოგროვებული 31 ქულა იანისისთვის პირადი რეკორდია. ანტეტოკუნმპომ 10-დან 9 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. 11 ქულა, 4 პასი და 2 მოხსნა იყო ტაილერ დორსის ანგარიშზე.

ესპანეთს ვილი ერნანგომესმა ულიდერა – ცენტრმა 15 ქულას, 5 მოხსნას, 1 ასისტსა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

გუნდებმა დღეს ასეთი ხუთეულებით ითამაშეს:

საბერძნეთი – ნიკ კალატესი, ტაილერ დორსი, კოსტას პაპანიკოლაუ, კოსტას ანტეტოკუნმპო, იანის ანტეტოკუნმპო

ესპანეთი – ლორენცო ბრაუნი, ხაიმე პრადილია, ხაბიერ ლოპეს-აროსტეგი, ხუანჩო ერნანგომესი, ვილი ერნანგომესი


საბერძნეთისა და ესპანეთის ნაკრებები ევრობასკეტის ფავორიტებს შორის არიან. ბერძნები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ხორვატიას, იტალიას, დიდ ბრიტანეთს, უკრაინასა და ესტონეთს დაუპირისპირდებიან, ესპანელები კი – საქართველოს, ბულგარეთს, ბელგიას, მონტენეგროსა და თურქეთს.


საბერძნეთმა ესპანეთს 16 ქულით მოუგო - იანისმა 31 ქულა მოაგროვა 1

საბერძნეთმა ესპანეთს 16 ქულით მოუგო – იანისმა 31 ქულა მოაგროვა

სტატიის ავტორი
-