სან ანტონიოსა და გოლდენ სტეიტის შეხვედრაში NBA-ის მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა

,,სან ანტონიო სპურსმა” NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩზე დასწრების რეკორდი მოხსნა.

ტეხასური გუნდისა და ,,გოლდენ სტეიტ უორიორსის” (113:144) შეხვედრას Alamodome-მა უმასპინძლა. მატჩს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში სარეკორდო რაოდენობის – 68 323 ადამიანი დაესწრო.

წინა რეკორდი 1998 წლის 27 მარტს, ,,ატლანტა ჰოუქსისა” და მაიკლ ჯორდანის ,,ჩიკაგო ბულსის” შეხვედრაში დამყარდა, რომლის 62 046 ბილეთი გაიყიდა.

თუ რეგულარული სეზონის მატჩს არ ჩავთვლით, NBA-ის ისტორიაში ყველაზე მეტი, 108 713 ადამიანი 2010 წლის ყველა ვარსკვლავის შეხვედას დაესწრო, რომელიც Cowboys Stadium-ზე გაიმართა.

სან ანტონიოსა და გოლდენ სტეიტის შეხვედრაში NBA-ის მატჩზე დასწრების რეკორდი დამყარდა

სტატიის ავტორი
-