მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვენიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
2023 წლის მსოფლიო ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. სლოვენიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა – ალექსანდრ სეკულიჩმა, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სლოვენიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სლოვენიის დაპირისპირება 28 აგისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოსამზადებელ პროცესს გაივლის, […]
ჯოშ ჰარტი დათანხმდა – აშშ-ს შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია?!
ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრები ფილიპინების დედაქალს მანილაში გასამგზავრებლად ემზადება. ცნობილი გახდა იმ 12 კალათბურთელის ვინაობა, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაზე თანხმობა განაცხადეს და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებს ათლეტიზმი, ახალგაზრდული ენერგია და ნიჭი არ აკლია. ESPN-ის საკალათბურთო მიმომხილველმა ადრიან ვოინაროვსკიმ აშშ-ს 12-კაციანი განაცხადი გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ “ნიუ იორკ ნიკსის” ვარსკვლავი – ჯოშ […]
ვიქტორ ვემბანიამა მსოფლიო ჩემპიონატზე არ იასპარეზებს
L’Equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ ვემბანიამა მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თავად 19 წლის კალათბურთელმა მიიღო. ფრანგულ გამოცემასთან საუბრისას ვემბანიამამ აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილების გამო გული ძალიან სწყდება. ვემბანიამამ თქვა, რომ მან არჩევანი დამოუკიდებლად, ახლო მეგობრებთან და მის სამედიცინო გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. მან საფრანგეთის მწვრთნელს და გუნდის სხვა მოთამაშეებს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ […]
სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში დაეხმარება
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, ამხანაგურ მატჩებს გამართავს. საქართველოს ნაკრებისა და “სან ანტონიოს” ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა – სანდრო მამუკელაშვილმა, დაადასტურა, რომ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას მიიღებს. ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრები ივლისსა და აგვისტოში ეგვიპტეს, ლიეტუვასა და ლატვიას დაუპირისპირდება. ასევე, თბილისში ოთხთა ტურნირი ჩატარდება, რომელშიც საქართველოსთან ერთად იორდანია, ირანი და მონტენეგრო იასპარეზებს. […]
მძიმე დარტყმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ – სლოვენიას კაპიტანი გამოაკლდა
2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, სლოვენიის ნაკრებმა მორიგი დარტყმა მიიღო. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ედო მურიჩს მუხლის მყესები დაუზიანდა, რის გამოც სლოვენიელთა კაპიტანი პარკეტზე გასვლას მინიმუმ ოქტომბრამდე ვერ შეძლებს. გორან დრაგიჩის მოულოდნელი გადაწყვეტილების შემდეგ (37 წლის ვარსკვლავმა ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა), მურიჩის დანაკლისი სლოვენიელთა ბანაკს რთულ მდგომარეობაში ჩააგდებს. შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო ჩეპიონატი 25 […]
გორან დრაგიჩი მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს
მსოფლიოს ჩემპიონატზე სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს გორან დრაგიჩი დააკლდება. 37 წლის კალათბურთელმა თავად განაცხადა, რომ ტურნირზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს: ,,სახლში ვიქნები. თამაშს არ ვაპირებ, უკვე საკმარისი გავაკეთე. ეროვნულ ნაკრებში 16 წელი ვითამაშე, პლუს NBA და სხვა ყველაფერი. შეიძლება, იაპონიაში ჩემი გუნდის საგულშემატკივროდ წავიდე, მაგრამ თამაში გამიჭირდება,” – თქვა დრაგიჩმა. დრაგიჩმა 2017 წელს ეროვნული ნაკრების დატოვება […]
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ლიეტუვას დაუპირისპირდება
ლიეტუვის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, ამხანაგურ მატჩებს გამართავს. ლიეტუველები მოსამზადებელ ეტაპზე 10 მატჩს გამართავენ, ლიეტუვის ერთ-ერთი მოწინააღმდეგე კი საქართველო იქნება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ლიეტუვასა და საქართველოს საკალათბურთო მატჩი, 1 აგვისტოს, კაუნასში გაიმართება. შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. წელს ტურნირს სამი ქვეყანა (იაპონია, […]
“აუცილებლად დავამარცხებთ” – მეტოქეების ფანები საქართველოზე
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები, F ჯგუფში – სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო ვერდეს წინააღმდეგ იასპარეზებს. მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ყველა ჯგუფი ცნობილია მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი | რა ვიცით ჩვენი მეტოქეების შესახებ? მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფის კალენდარი ცნობილია წილისყრის შემდეგ სოციალურ ქსელებში გულშემატკივრებმა აქტიური განხილვა დაიწყეს. აღსანისნავია, რომ სლოვენიისა […]
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ვლადიმერ ბოისას თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს: ,,ოკინავაში მეორე ჯგუფში ითამაშებს ავსტრალიის ნაკრები, რომელშიც NBA-ის რამდენიმე კალათბურთელია. მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ და თითქმის გადაწყვეტილია, რომ იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ავსტრალიასთან ამხანაგურ მატჩს გავმართავთ. ასევე, იგეგმება ძლიერი გუნდების სტუმრობა თბილისის ოთხთა ტურნირზე. მათ შორის იქნება მონტენეგრო. გვექნება […]
ზუროსი: ,,რთული ჯგუფი შეგვხვდა”
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში გამართულ წილისყრაზე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფები დაკომპლექტდა. წილისყრის შედეგებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი გამოეხმაურა: ,,მსოფლიოზე პირველად ვთამაშობთ, ჩვენთვის ეს დიდი გამოცდილება იქნება! რთული ჯგუფი შეგვხვდა და ბრძოლა მოგვიწევს!” – ზუროსის სიტყვებს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ციტირებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, F ჯგუფში, სლოვენიის, ვენესუელასა და […]
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფის კალენდარი ცნობილია
საქართველოს საკალთბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას 26 აგვისტოს, ოკინავაში, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი მეორე მატჩს 28 აგვისტოს, ჯგუფის ფავორიტთან, სლოვენიის ნაკრებთან ჩაატარებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში კი, 30 აგვისტოს, ვენესუელას შეხვდება. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს მეტოქეები ცნობილია მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ყველა ჯგუფი ცნობილია მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი | რა ვიცით ჩვენი მეტოქეების […]
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი | რა ვიცით ჩვენი მეტოქეების შესახებ?
დღეს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, მსოფლიოს 2023 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს, F ჯგუფში, სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო ვერდეს ნაკრებებთან ერთად მოხვდა. რა ვიცით ჩვენი მეტოქეების შესახებ? სლოვენიის ნაკრები ჯგუფის აშკარა ფავორიტია, რომელსაც თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელი, ,,დალას მავერიქსის” სუპერვარსკვლავი, ლუკა დონჩიჩი ულიდერებს. სლოვენიელებს მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე […]