სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში დაეხმარება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, ამხანაგურ მატჩებს გამართავს.

საქართველოს ნაკრებისა და “სან ანტონიოს” ერთ-ერთმა გამორჩეულმა წევრმა – სანდრო მამუკელაშვილმა, დაადასტურა, რომ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრები ივლისსა და აგვისტოში ეგვიპტეს, ლიეტუვასა და ლატვიას დაუპირისპირდება. ასევე, თბილისში ოთხთა ტურნირი ჩატარდება, რომელშიც საქართველოსთან ერთად იორდანია, ირანი და მონტენეგრო იასპარეზებს. საქართველოსა და ირანს შორის დახურული ამხანაგური მატჩიც შედგება, ხოლო 22 აგვისტოს, ოკინავაზე, ჩვენი ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდება.

განსაკუთრებით დიდ ინტერესს ლიეტუვასა და ლატვიის წინააღმდეგ გასამართი მატჩები იწვევს. ბალტიისპირელების წინააღმდეგ გამართულ უკანასკნელ მატჩებში, გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლოს ლიეტუვასა და ლატვიას 2017 წელს დავუპირისპირდით.

სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში დაეხმარება 1

2017 წლის 31 აგვისტოს, საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი გახმაურებული გამარჯვება მოიპოვა და ლიეტუვა 2-ქულიანი სხვაობით (77:79) დაამარცხა. ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა ლიეტუვას სასარგებლოდ მეტყველებს. ორ ნაკრებს შორის გამართული 6 მატჩიდან 4 ლიეტუვას, ხოლო 2 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა, საქართველოსა და ლატვიას შორის გამართულ მატჩებში. 5 დაპირისპირებიდან 4 საქართველოს, ხოლო 1 ლატვიის გამარჯვებით დასრულდა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ლატვიას ზურგს 9-მატჩიანი მოგებათა სერია უმაგრებს.

სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში დაეხმარება

სტატიის ავტორი
-