სანდრო მამუკელაშვილი ისევ ბრწყინვალეა

სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის საკალათბურთო სტუდენტურ ლიგაში “სეტონ ჰოლის” რიგებში ასპარეზობს.

სანდროს გუნდმა “კრეიტონის” წინააღმდეგ საშინაო შეხვედრაში 6-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 81:75 იმარჯვა, რომელშიც ქართველს დიდი წვლილი მიუძღვის.

მამუკელაშვილის აქტივში 17 ქულა, 2 ასისტი, 1 ბლოკი და 9 მოხსნაა. ამრიგად, ქართველ მოთამაშეს 1 მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

მომდევნო შეხვედრას “სეტონ ჰოლი” 21 თებერვალს, “ხავიერის” წინააღმდეგ გამართავს.

 

სანდრო მამუკელაშვილი ისევ ბრწყინვალეა

სტატიის ავტორი
-