სანდრო მამუკელაშვილი NBA Summer League-ს სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

,,მილუოკი ბაქსის” ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი NBA-ის საზაფხულო ლიგის პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

ქართველმა ფორვარდმა ,,ბაქსის” შემადგენლობაში 5 შეხვედრა ჩაატარა და მატჩში საშუალოდ 17 ქულას, 8,8 მოხსნას, 2,4 შედეგიან გადაცემასა და 1,4 ჩაჭრას აგროვებდა.

სანდროსთვის გამორჩეული ,,ბოსტონ სელტიქსთან” გამართული შეხვედრა იყო, რომელშიც 28 ქულას, 9 მოხსნას, 3 ჩაჭრას, 2 პასსა და 2 დაფარებას მოუყარა თავი.

,,მილუოკიმ” Summer League-ში გამართული 5 მატჩიდან 3-ში იმარჯვა, 2-ში კი დამარცხდა.

მამუკელაშვილის გარდა, სიმბოლურ ხუთეულში ტარი ისონი (ჰიუსტონ როკეტსი), კუენტინ გრაიმსი (ნიუ იორკ ნიქსი), კიგან მარი (საკრამენტო კინგსი) და კამ ტომასი (ბრუკლინ ნეტსი) მოხვდნენ.


სანდრო მამუკელაშვილი NBA Summer League-ს სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

სტატიის ავტორი
-