საქართველო-ესპანეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ფანჯარაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოესპანეთის მატჩი 4 ივლისს, “თბილისი არენაზე” (მის: უნივერსიტეტის ქუჩა N 15ა) 19:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს თამაშზე ერთი საათით ადრე მობრძანდნენ. მაყურებლებისთვის “თბილისი არენას” კარები 18:00 საათიდან გაიხსნება.

“თბილისი არენაზე” მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:

➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული ნივთები 

გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი იქნება დარბაზის ცენტრალური მხრიდან  (უნივერსიტეტის ქუჩა) 4 შესასვლელი და ყველა მაყურებელმა უნდა ისარგებლოს ბილეთზე დატანილი შესასვლელით. 

მაყურებლების ინფორმაციისთვის, უნივერსიტეტის ქუჩაზე 4 ივლისს, 16:00 საათიდან შეიზღუდება ავტომობილით გადაადგილება და დაშვებული იქნება მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობა პ.ქავთარაძის ქუჩიდან მ.თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით.

გულშემატკივრებს ავტომობილების პარკირება შეეძლებათ მაცხოვრის ამაღლების ეკლესიისა და თსუ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიებზე.

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე უკვე დაიწყო. მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან  50 ლარამდე.

მე-2 იარუსი  – 15, 20, 25, 30 ლარიანი ბილეთები.

1-ლი იარუსი – 30, 35-40 და 50 ლარიანი ბილეთები. 

უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს!  #WinForGeorgia

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

საქართველო-ესპანეთის მატჩზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო

სტატიის ავტორი
-