საქართველო FIBA-ს რეიტინგში დაწინაურდა

ევრობასკეტის დასრულების შემდეგ, FIBA-მ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპირველობაზე წარუმატებლად იასპარეზა და ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია – ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები 3 პოზიციით დაწინაურდა.

FIBA-ს განახლებულ რეიტინგში, საქართველო 337.4 ქულით, 32-ე ადგილს იკავებს.

რეიტინგის სათავეში კვლავ აშშ იმყოფება (760.7). ასევე უცვლელია მეორე და მესამე პოზიცია, რომელსაც ესპანეთი (758.9) და ავსტრალია (741.1) ინაწილებენ.

https://twitter.com/FIBA/status/1574327176505085952?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1574327176505085952%7Ctwgr%5E070da86e082ec7c4c31de68205030c9104f7e409%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Feuropop.ge%2Farticle%2F47460-sakartvelos-nakrebi-pibas-reitingshi-3-adgilit-dacinaurda

ათეულში განხორციელებულ ცვლილებებში აღსანიშნავია სლოვენიის რეგრესი, რომელიც 2 საფეხურით დაქვეითდა. ლუკა დონჩიჩი და კომპანია 703.5 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ. არგენტინა 3 პოზიციით დაწინაურდა და 736.1 ქულით, მე-4 ადგილს იკავებს.

საქართველო FIBA-ს რეიტინგში დაწინაურდა

სტატიის ავტორი
-