საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წარმატება | ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით 16-წლამდელთა ჩელენჯერის ტიპის ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმაც მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირეს.

ჯგუფურ ეტაპზე, ჩვენი გუნდი 4 ნაკრებით დაკომპლექტებულ ჯგუფში, 2 მოგებითა და 1 მარცხით პირველ ადგილზე გავიდა.

პირველ თამაშში ქართველი კალათბურთელები სლოვაკებთან 1-ქულის სხვაობით, ანგარიშით 76:77, დამარცხდნენ – შეხვედრის კულმინაცია მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე შედგა, როდესაც სლოვაკებმა დასკვნითი 3-ქულიანის რეალიზების შედეგად გაიმარჯვეს.


საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წარმატება | ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა 1

ლუკა ალავიძე უნგრეთის წინააღმდეგ – 24 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 5 ჩაჭრა და 1 ბლოკი.


მეორე და მესამე შეხვედრაში კი ჩვენმა 16-წლამდელთა ნაკრებმა დამაჯერებლად იასპარეზა – ორივე შეხვედრა 10 ქულით მოიგეს, ჯერ კვიპროსი დაამარცხეს (76:86), შემდეგ კი უნგრელები (51:61).

ქართველი კალათბურთელები ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე უკრაინის ეროვნულ ნაკრებს 20-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 82:62 სძლიეს.

რაც შეეხება ფინალს, ჩვენი ახალიგაზრდული ნაკრების მეტოქე უნგრეთის ეროვნული ნაკრები იყო, რომელთანაც დაძაბულ შეხვედრაში, მხოლოდ 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 75:72, დავმარცხდით.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად საოცარი თამაშები ჩაატარა და დამსახურებული პრიზიც მიიღო.


საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წარმატება | ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა 2

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე – ლუკა ალავიძე.


ამრიგად, საქართველოს 16-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ჩელენჯერის ტიპის ტურნირზე, საპატიო მეორე ადგილი მოიპოვა.

 

 

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წარმატება | ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა

სტატიის ავტორი
-