საქართველოს ევრობასკეტის თასი ესტუმრება

საქართველო 1 სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ევრობასკეტ-2022-ის “ა” ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება “თბილისი არენაზე”.

საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის, FIBA-ს ტრადიციული პროექტის, “ტროფი ტურის” ფარგლებში, საქართველოს 11-12 აგვისტოს, ევრობასკეტის თასი ესტუმრება რომელიც ნიკოლაი სემაშენკოს სახელს ატარებს.


საქართველოს ევრობასკეტის თასი ესტუმრება 1


ქართული ტურის ფარგლებში ევრობასკეტის საჩემპიონო თასი ეწვევა დედაქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებს, წარმოდგენილი იქნება საქართველო-ისრაელის ამხანაგურ მატჩზე, და სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებზე.

წყარო: facebook.com/GeoBasketball

საქართველოს ევრობასკეტის თასი ესტუმრება

სტატიის ავტორი
-