საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ვარჯიში სლოვენიაში | VIDEO

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები შეკრებას სლოვენიაში გადის. სამთო-სათხილამურო კურორტ როგლაში, საქართველოს ნაკრებს სავარჯიშოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. პირველმა ვარჯიშმა სახალისოდ და პროდუქტიულად ჩაიარა – ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ კალათბურთელებს განტვირთვის საშუალება მიეცათ.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის Facebook გვერდზე, ნაკრების ვარჯიშის ამსახველი ვიდეო განთავსდა.

შეგახსენებთ, ჩვენი ნაკრები ფორმისა და მზადების პიკში დაახლოებით 20 აგვისტოსთვის უნდა იყოს, როცა ჯერ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს (24 და 27 აგვისტოს), შემდეგ კი, 1 სექტემბრიდან, თბილისში გასამართ ევრობასკეტში ჩაებმება.

წყარო: gbf.ge

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ვარჯიში სლოვენიაში | VIDEO

სტატიის ავტორი
-