საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა მოიგო

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,სან პაბლო ბურგოსმა”, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი – ტადეუს მაკფადენი თამაშობს, თურქული ,,პინარ კარშიაქა” 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 64-59 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

მაკფადენმა მოგებულ შეხვედრაში 13 წუთი ითამაშა და 5 ქულასთან ერთად 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ესპანურ გუნდში საუკეთესო ალექს რენფრო იყო, რომელმაც 25 წუთში 14 ქულას, 6 მოხსნასა და 4 ასისტს მოუყარა თავი.

ჩემპიონთა ლიგის დასრულებულ სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი საშუალოდ 10.1 ქულას, 2 პასსა და 1.7 მოხსნას აგროვებდა.



 

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა მოიგო

სტატიის ავტორი
-