საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად იტალიასთან დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 91-84 დაამარცხა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ლიდერი არაერთხელ შეიცვალა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოგა ბითაძე გამოირჩა, რომელმაც 30 წუთში 19 ქულა, 13 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. 16 ქულა, 2 ასისტი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა იყო თად მაკფადენის ანგარიშზე.

იტალიას 21 ქულით, 7 მოხსნით, 5 პასითა და 1 ჩაჭრით სიმონე ფონტეკიომ ულიდერა. 17 ქულას, 4 მოხსნას, 1 ასისტსა და 1 დაფარებას მოუყარა თავი დანილო გალინარიმ.

საქართველო 3 მოგებითა და 3 წაგებით ჯგუფის მესამე პოზიციაზეა, იტალია კი 5 მოგებითა და 1 მარცხით მეორე ადგილს იკავებს.

ზუროსის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო შეხვედრას 11 ნოემბერს, ისლანდიასთან სტუმრად გამართავს.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სტუმრად იტალიასთან დამარცხდა

სტატიის ავტორი
-