საშინელი ინფორმაცია – კობი ბრაიანტი დაიღუპა

საშინელება მსოფლიო მასშტაბით. ლეგენდარული კობი ბრაიანტი, თავის 13 წლის ქალიშვილთან, ჯიჯი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

კობი საკუთარ ვერტმფრენში იმყოფებოდა, რომელიც ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა. ტრაგედია დილის 10 საათზე, კალიფორნიაში მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, შემთხვევამ სულ 5 ადამიანი იმსხვერპლა.

საზარელ შემთხვევას გამოეხმაურნენ როგორც NBA-ის, ასევე – ფეხბურთის ვარსკვლავები.

“დენვერისა” და “ჰიუსტონის” შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. რაც შეეხება კაირი ირვინგს, მან დღეს თამაშზე უარი განაცხადა.

საშინელი ინფორმაცია – კობი ბრაიანტი დაიღუპა

სტატიის ავტორი
-