საუკეთესო მატჩი VTB ლიგაში – შენგელიამ ლოკომოტივთან 25 ქულა მოაგროვა

VTB ლიგის შეხვედრაში მოსკოვის ,,ცსკა” ყუბანის ,,ლოკომოტივთან” სტუმრად 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94-103 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, არასრულ 30 წუთში 25 ქულა (პირადი რეკორდი ცსკა-ს შემადგენლობაში), 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. თოკომ 15-დან 11 ორქულიანი ჩააგდო (პირადი რეკორდი ცსკა-ს შემადგენლობაში). ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28 შეადგინა, რაც მოსკოვურ გუნდში საუკეთესო იყო.

,,ლოკომოტივს” 25 ქულით, 6 მოხსნითა და 2 ასისტით მინდაუგას კუზმინსკასმა ულიდერა.

,,ცსკა” 16 მოგებითა და 7 წაგებით ცხრილის მე-4 პოზიციაზეა, ,,ლოკომოტივი” კი 17 მოგებითა და 6 მარცხით მე-3 ადგილს იკავებს.

შენგელიას გუნდი მომავალ მატჩს 21 აპრილს, ევროლიგის ფლეიოფში, ,,ფენერბახჩეს” წინააღმდეგ გამართავს.



 

საუკეთესო მატჩი VTB ლიგაში – შენგელიამ ლოკომოტივთან 25 ქულა მოაგროვა

სტატიის ავტორი
-