“სერბეთში კალათბურთი არ უყვართ” – ნიკოლა იოკიჩი

FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, “დენვერ ნაგეტსისა” და სერბეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ლიდერის – ნიკოლა იოკიჩის, ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის, ზედიზედ 2-გზის MVP-ი, სერბეთის ნაკრებს შეუერთდა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევრობასკეტზე მონაწილეობის მიღებას შეძლებს. იოკიჩმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა და მათ შორის სერბების მენტალობას გაუსვა ხაზი. იოკიჩმა აღნიშნა, რომ სერბებს კალათბურთი არ უყვართ – მათ ყველგან და ყველაფერში გამარჯვება უყვართ.

“სერბ ხალხს სპორტი არ უყვარს. ჩვენ არ მოგვწონს კალათბურთი. ჩვენ გვიყვარს გამარჯვება”. 


"სერბეთში კალათბურთი არ უყვართ" - ნიკოლა იოკიჩი 1


შეგახსენებთ, სერბეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე D-ჯგუფში – ჩეხეთის, ისრაელის, ფინეთის, პოლონეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ იასპარეზებს.

“სერბეთში კალათბურთი არ უყვართ” – ნიკოლა იოკიჩი

სტატიის ავტორი
-