შენგელიამ ბურჯანაძე დაამარცხა.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ მატჩში  თორნიკე შენგელიას “ბასკონია” ბექა ბურჯანაძის “გიპუზკოას” დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 85-66 დაამარცხა.

“ბასკონია” წინა ტურში მოულოდნელად დამარცხდა და ამიტომ ამ მატჩში გამარჯვება ძალიან ესაჭიროებოდა. თოკომ 20:52 წუთი ითამაშა და მისმა მონაგარმა 13 ქულა 5 მოხსნა და 4 პასი შეადგინა, რაც შეეხება ბექას, იგი პარკეტზე 18:17 წუთი იმყოფებოდა და ამ დროის განმალობაში 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.

დღეს საღამოს გიორგი შერმადინის “უნიკახა” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება.

შენგელიამ ბურჯანაძე დაამარცხა.

სტატიის ავტორი
-