შენგელიას პირველი ტიტული ახალ სეზონში | CSKA სუპერთასის ჩემპიონია

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ახალი სეზონიდან კვლავ “ცსკა”-ს შემადგებლობაში ასპარეზობს.

ქართველმა ლეგიონერმა გუნდთან ერთად უკვე შეძლო და პირველი ტიტული მოიპოვა, რაც შემდეგში მდგომარეობს – “ცსკა” რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

საფინალო მატჩში, “ცსკა” “ზენიტს” დაუპირისპირდა და შეხვედრა 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 81:73 მოიგო.

თორნიკემ პარკეტზე გატარებულ 17:58 წუთში, 7 ქულას, 9 მოხსნას, 1 დაფარებასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი +13 გახლდათ, რაც ნიკოლა მილუტინოვის შემდეგ (+14), საუკეთესო შედეგია.

რუსეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი 23 სექტემბერს აიღებს სტარტს.

შენგელიას პირველი ტიტული ახალ სეზონში | CSKA სუპერთასის ჩემპიონია

სტატიის ავტორი
-