შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში მარტის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

ევროპული კალათბურთის ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი ესპანეთის ლიგა ენდესაა, რომელშიც ამჟამად ორი ქართველი – გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე ასპარეზობენ.

შერმადინი “ტენერიფეს” რიგებში ირიცხება, სადაც თითოეულ შეხვედრაში საკუთარი გუნდისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.



32 წლის ქართველმა კალათბურთელმა, რომელსაც წარსულშიც არაერთი მსგავსი ტიპის აღიარება ჰქონია, მარტის თვის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი ანუ თვის MVP-ს წოდება მიიღო.

მარტის თვეში ტენერიფემ 5 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 4 მათგანი გამარჯვებით დაასრულა.

“ტენერიფე” ACB ლიგის სატურნირო ცხრილში, 15 მოგებითა და 9 მარცხით, მე-6 პოზიციას იკავებს.

მომდევნო შეხვედრას შერმადინის გუნდი, დღეს, პირველ აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გამართავს. “ტენერიფეს” სტუმრად “ვალენსიას” წინააღმდეგ იასპარეზებს.

შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში მარტის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

სტატიის ავტორი
-