შერმადინი კლუბში ბრწყინვალედ დაბრუნდა – ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა

საერთაშორისო ევროპული საკალათბურთო შეჯიბრები დაბრუნდა. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “ტენერიფემ” ლიეტუვურ “რიტასს” უმასპინძლა და 15 ქულიანი სხვაობით 89:74 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდიდან ერთ-ერთი გამორჩეული საქართველოს ნაკრების ცენტრი – გიორგი შერმადინი იყო.

შერმადინმა პარკეტზე 21:36 წუთი გაატარა, რა დროშიც მისი მონაგარი: 18 ქულა და 6 მოხსნა იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგის ნასროლი შვიდი 2-ქულიანიდან 6 ზუსტი იყო.

“ტენერიფე” Vs. “რიტასი” | მიმოხილვა

შერმადინი კლუბში ბრწყინვალედ დაბრუნდა – ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა

სტატიის ავტორი
-