შერმადინი ტენერიფეს რიგებში კვლავ ბრწყინავს

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-8 რაუნდში “ბურგოსს” უმასპინძლა და შეხვედრა წარმატებით დაასრულა.

“ტენერიფემ” შეხვედრა 3-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით – 85:82 დაასრულა.

შერმადინი “ტენერიფეელების” რიგებში საუკეთესო გახლდათ, მან პარკეტზე 27 წუთი და 57 წამი გაატარა, რა დროშიც 22 ქულას, 10 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი – ამ მონაცემებით გიორგი არამხოლოდ “ტენერიფეს” რიგებში არამედ მატჩის საუკეთესო მოთამაშეც (MVP) გახდა.

 

შერმადინი ტენერიფეს რიგებში კვლავ ბრწყინავს

სტატიის ავტორი
-