შერმადინის ბრწყინვალე თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში | VIDEO

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “მანრესასა” და “ტენერიფეს” დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 85:83 დასრულდა.

დაძაბულ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად, “მანრესამ” სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1), თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა ტენერიფეში გაიმართება, სადაც ფავორიტის სტატუსით გიორგი შერმადინის გუნდი სარგებლობს.

“ტენერიფეს” ქართველი ცენტრი მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ – შერმადინმა 17 ქულის, 3 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. აღსანიშნავია, რომ შერმადინმა 4-ვე ორქულიანი ზუსტად შეასრულა და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინის ბრწყინვალე თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში | VIDEO 1

შერმადინის ბრწყინვალე თამაში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში | VIDEO

სტატიის ავტორი
-