შერმადინის ორმაგი დუბლი – ტენერიფემ სტუმრად სარაგოსას მოუგო | VIDEO

ესპანეთის ACB ლიგის 24-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,სარაგოსასთან” სტუმრად 15-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:62 იმარჯვა.

კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც არასრულ 26 წუთში 22 ქულა, 10 მოხსნა. 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შერმადინმა 9-დან 8 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 36 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.

,,ტენერიფე” 13 მოგებითა და 8 მარცხით სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციაზეა. შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 20 მარტს, ,,სან პაბლო ბურგოსის” წინააღმდეგ გამართავს.


შერმადინის ორმაგი დუბლი – ტენერიფემ სტუმრად სარაგოსას მოუგო | VIDEO

სტატიის ავტორი
-