ესპანეთის ACB ლიგის 29-ე ტურში ,,ტენერიფემ” ,,ბრეოგანს” უმასპინძლა და 18-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 85:67 მოუგო.
,,ტენერიფეს” შემადგენლობაში 23 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გიორგი შერმადინმა, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
შერმადინმა 10-დან 8 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
,,ტენერიფე” 29 ტურის შემდეგ, 20 მოგებითა და 8 მარცხით სატურნირო ცხრილის მეოთხე პოზიციაზეა.
შერმადინის გუნდი ACB ლიგის მომავალ შეხვედრას 26 აპრილს, ,,ბილბაოს” წინააღმდეგ გამართავს.