ტენერიფემ გაიმარჯვა | შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც ქართველი ლეგიონერის, გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საშინაო არენაზე “ბილბაოს” დაუპირისპირდა.

შერმადინმა პარკეტზე 22 წუთი და 33 წამი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ჩვენთვის სასიხარულოდ, ქართველი ცენტრი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა.


ACB-ის ცხრილში “ტენერიფე” 2 მოგებით და 1 მარცხით 3-8 პოზიციას იზიარებს.

მომდევნო შეხვედრას “ტენერიფეს” კალათბურთელები მადრიდში, “რეალის” წინააღმდეგ, 3 ოქტომბერს, გამართავენ.

 

ტენერიფემ გაიმარჯვა | შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

სტატიის ავტორი
-