ტენერიფემ მოიგო | შერმადინი პარკეტზე დაბრუნდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც გიორგი შერმადინის “ტენერიფემაც” ჩაატარა საკუთარი შეხვედრა.

“ტენერიფე” საკუთარ არენაზე “ანდორას” დაუპირისპირდა და 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 79:70, მოიგო.

ქართველმა ლეგიონერმა ტრავმის შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც პარკეტზე 16:35 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 3 ქულა და 5 მოხსნა მოუტანა.

შერმადინის გუნდს 9 ტურის შემდეგ, 6 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა, რითაც სატურნირო ცხრილში სამ გუნდთან ერთად მესამე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.

მომდევნო შეხვედრას “ტენერიფე” 10 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, საკუთარ არენაზე, “პრომეთეს” წინააღმდეგ გამართავს.

ტენერიფემ მოიგო | შერმადინი პარკეტზე დაბრუნდა

სტატიის ავტორი
-