ტენერიფემ სერიაში გაათანაბრა, შერმადინმა 10 ქულა მოაგროვა

ესპანეთის ACB ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაში ,,ტენერიფემ” ,,ხუვენტუტს” შინ 27-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 103:76 მოუგო და სერიაში გაათანაბრა (1:1).

მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, გიორგი შერმადინი, რომელმაც 24 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 16 შეადგინა.

,,ტენერიფეს” კაილ ვილტჯერმა ულიდერა – კანადელმა 37 ქულას, 4 მოხსნას, 3 პასს და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

სერიის მომდევნო მატჩი სამშაბათს, 31 მაისს, ბადალონაში გაიმართება. მატჩი 21:00 საათზეა ჩანიშნული.


ტენერიფემ სერიაში გაათანაბრა, შერმადინმა 10 ქულა მოაგროვა

სტატიის ავტორი
-