თორნიკე შენგელია: ,,დღეს, ჩვენ, ყველამ ერთად, ისტორია დავწერეთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ესპანეთთან გამარჯვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

,,დღეს, ჩვენ, ყველამ ერთად, ისტორია დავწერეთ. დღეს, როგორც მოთამაშეებმა, ასევე გულშემატკივარმა, ჩვენი რეალური სახე ყველას დავანახეთ.

გილოცავთ და მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. ვამაყობ თქვენით!” – დაწერა შენგელიამ ინსტაგრამის პირად გვერდზე.


მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 67:67 დასრულდა.

შენგელიამ დღევანდელ თამაშში 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

თორნიკე შენგელია: ,,დღეს, ჩვენ, ყველამ ერთად, ისტორია დავწერეთ”

სტატიის ავტორი
-