თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მორიგი გამარჯვება იზეიმა

ევროლიგის მეთორმეტე ტურის შეხვედრაში “ბასკონია” თელ-ავივში  “მაკაბის” დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 81-79 დაამარცხა.

ვიტორიელთა შემადგენლობაში საუკეთესო იყო გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 31:13 წუთში 20 ქულა, 1 მოხსნა და 5 პასი მოაგროვა,მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 18 შეადგინა რაც გუნდში საუკეთესო ხოლო პარკეტზე მეორე შედეგი გახლდათ.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა მეთ ჯენინგმა პარკეტზე 31:28 წუთი გაატარა და 4 სამქულიანი ჩააგდო, სულ კი თავი 16 ქულას, 4 მოხსნას, 4 პასს და 1 ჩაჭრას მოუყარა.

ეს  “ბასკონიასთვის” ევროლიგაზე ზედიზედ მეორე სულ კი მეხუთე გამარჯვება იყო, 12 ტურის შემდეგ თოკოს გუნდის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა, შემდეგ ტურში კი 18 დეკემბერს  სტუმრად გრან კანარიას დაუპირისპირდება.

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ მორიგი გამარჯვება იზეიმა

სტატიის ავტორი
-