თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგაზე გაიმარჯვა

14 ოქტომბერს ევროლიგის, რიგით მე-3 ტურის შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ, “ფენერბაჰჩე” და “ცსკა” წარსდგნენ.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა – აღსანიშნავია, რომ გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე ჯახი საბოლოოდ, ძირითად დროში ფრედ, ანგარიშით – 69:69 დასრულდა.

ოვერტაიმში თორნიკე შენგელიას გუნდმა 8:9 იმარჯვა და საბოლოო შედეგი 77:78 დაფიქსირდა.

ქართველი ლეგიონერი პარკეტზე 26 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 8 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მოუტანა.

ევროლიგაზე “ცსკა”-ს მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, “ალბას” წინააღმდეგ გამართავს.

თორნიკე შენგელიას გუნდმა ევროლიგაზე გაიმარჯვა

სტატიის ავტორი
-