თორნიკე შენგელიას პირველი კომენტარი ცსკა-ში გადასვლის შემდეგ

თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ოფიციალურად დასრულებულია – ქართველი კალათბურთელი “ცსკა”-ს რიგებს 3-წლით შეუერთდა.

რუსულმა კლუბმა ტვიტერზე ოფიციალურად გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ქართველი კალათბურთელის მათ რიგებში გადასვლას ეძღვნება.

თორნიკე შენგელია “ცსკა”-ს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა:

“მიხარია, რომ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონ გუნდს შევუერთდი. მოუთმენლად ველი, თუ როდის ვითამაშებ ბრწყინვალე კალათბურთელებისა და არაჩვეულებრივი სამწვრთნელო შტაბის გარემოცვაში. ვიმედოვნებ, რომ “ცსკა”-სთან ერთად დიდ მივაღწევთ, როგორც ევროლიგაში ასევე VTB ლიგაში”, – წერს თორნიკე.

თორნიკე შენგელიას პირველი კომენტარი ცსკა-ში გადასვლის შემდეგ

სტატიის ავტორი
-