თორნიკე შენგელიას შემდეგ, რუსულ გუნდებს სხვა ლეგიონერებიც ტოვებენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ,,ცსკა-დან” წამოსვლის შემდეგ, რუსული გუნდების დატოვების გადაწყვეტილება სხვა ლეგიონერებმაც მიიღეს.

Eurohoops-ის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის ,,ზენიტის” დატოვებას აპირებენ ლიეტუვას ნაკრების კალათბურთელები, მინდაუგას კუზმინსკასი და არტურას გუდაიტისი, ,,ცსკა-ს” ტოვებს მარიუს გრიგონისი, პერმის ,,პარმას” კი მთავარი მწვრთნელი – კაზის მაკსვიტისი. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ,,ზენიტი” შაბაზ ნაპიერმაც დატოვა.

გუშინ ქართულ და ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ,,ცსკა-ში” თამაშზე უარი თქვა და რუსული გუნდიდან წამოვიდა. მანამდე ქართველმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში უკრაინის დროშა გამოაქვეყნა და დაწერა: ,,ვლოცულობ უკრაინისთვის! გამაგრდით!”

თორნიკე შენგელიას შემდეგ, რუსულ გუნდებს სხვა ლეგიონერებიც ტოვებენ

სტატიის ავტორი
-