იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფლეიოფის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრაში ,,ვირტუსმა” ,,ტორტონას” სტუმრად 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 77:69 მოუგო და სერია 3:0 დახურა.
ბოლონიელთა ძირითად ხუთეულში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელმაც 26 წუთში 14 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. თოკომ 10-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,ვირტუსს” 17 ქულით, 9 მოხსნით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით მუამადუ ჟაიტემ ულიდერა.
შენგელიას გუნდი იტალიის სერია ა-ს ფინალში გავიდა. ,,ვირტუსის” მეტოქე ,,მილანისა” და ,,სასარის” დაპირისპირებაში (2:0) ირკვევა.
VITTORIA E FINALE CONQUISTATA ⚪️⚫️
La V controlla la gara sin dall’inizio e porta a casa la serie conquistando la finale 🤩
17 di Jaiteh, 15 per Teodosic, 14 Shengelia 👌🏼#WatchUs #LBA #TuttoUnAltroSport #LBAPlayoff2022 pic.twitter.com/sOwwxyc7Sn— Virtus Segafredo Bologna (@Virtusbo) May 31, 2022