თურქეთის ნაკრებმა ევრობასკეტისთვის შემადგენლობა დაასახელა

თბილისში გამომგზავრებამდე თურქეთის ნაკრებმა იმ კალათბურთელების სია გამოქავეყნა, რომლებიც ევრობასკეტზე მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნულ ტურნირზე, ნიჭიერი ახალგაზრდა კალათბურთელის, 20 წლის ალფერენ შენგუნის დებიუტი შედგება. ასევე პირველ შეხვედრას გამართავს ევრობასკეტზე შეინ ლარკინი.

თურქეთის ნაკრებმა ევრობასკეტისთვის შემადგენლობა დაასახელა 1

შეგახსენებთ, რომ თურქეთის საკალათბურთო გუნდი ევრობასკეტზე A ჯგუფში იასპარეზებს, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. სწორედ ამ ჯგუფში ასპარეზობს საქართველოს ნაკრები. ქართულ-თურქული დაპირისპირება 4 სექტემბერს, თბილისის დროით – 21:00 საათზე შედგება.

თურქეთის ნაკრებმა ევრობასკეტისთვის შემადგენლობა დაასახელა

სტატიის ავტორი
-