თურქეთის საკალათბურთო ნაკრებმა  შემადგენლობა გამოაქვეყნა

თურქეთის საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევისა და ევრობასკეტის წინასწარი განაცხადი გამოაქვეყნა.

მათი შემადგენლობა საკმაოდ მრისხანედ გამოიყურება, სადაც NBA-ს ორ ძლიერ მოთამაშეს ოსმანსა და კორკმაზს ვხედავთ. გარდა ამისა, თურქების ვარსკვლავურ გუნდს ლარკინი და ვილბეკინიც ემატება. ერგინ ათამანის განაცხადში ამომავალი ვარსკვლავი ალფერენ შენგუნიც შევიდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ NBA-ს მოთამაშეებთან ერთად თურქებს ევროპული კალათბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა – შეინ ლარკინიც გააძლიერებს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის საკალათბურთო გუნდი ევრობასკეტზე A ჯგუფში იასპარეზებს, რომელსაც თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს. ქართულ-თურქული დაპირისპირება კი 4 სექტემბერს, თბილისის დროით – 21:00 საათზე შედგება.

თურქეთის საკალათბურთო ნაკრებმა შემადგენლობა გამოაქვეყნა

სტატიის ავტორი
-