ცსკა მილანთან დამარცხდა – შენგელიამ 13 ქულა მოაგროვა (მიმოხილვა)

ევროლიგის 22-ე ტურში ,,ცსკამ” ,,მილანს” უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 57:67 დამარცხდა. შედეგად, მოსკოვურმა გუნდმა მილანელებთან ზედიზედ მე-4 შეხვედრა დათმო.

,,ცსკას” შემადგენლობაში 27 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ – ქართველმა ფორვარდმა 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 12-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მოგროვებული ქულების რაოდენობით შენგელია საკუთარ გუნდში მხოლოდ იფე ლუნდბერგს ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულას მოუყარა თავი.

,,მილანს” 12 ქულით, 4 მოხსნით, 3 დაფარებითა და 1 პასით კაილ ჰაინსმა ულიდერა. ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 19 შეადგინა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.

,,ცსკა” 12 მოგებითა და 8 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა, ,,მილანი” კი 13 მოგებითა და 6 მარცხით მე-3 ადგილს იკავებს.


მატჩის მიმოხილვა:

ცსკა მილანთან დამარცხდა – შენგელიამ 13 ქულა მოაგროვა (მიმოხილვა)

სტატიის ავტორი
-