ცსკამ ევროლიგაზე ზენიტი დაამარცხა | შენგელია დაფრინავს

ევროპული კალათბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი – ევროლიგა რამდენიმე კვირაა დაიწყო.

ტურნირი 18 გუნდითაა დაკომპლექტებული, მათ შორის კი თორნიკე შენგელიას “ცსკა” ერთ-ერთი ფავორიტია.

“ცსკა”-მ ევროლიგის მესამე წრის შეხვედრაში, საკუთარ არენაზე “ზენიტს” უმასპინძლა და 10-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 77:67, დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე გატარებულ 35:48 წუთში, საკუთარ გუნდს 33 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოუტანა.

შენგელია შედეგიანობით უპირობო ლიდერი იყო, როგორც საკუთარ, ისე მეტოქის კალათბურთელებს შორისაც, რამაც მისთვის MVP-ის ტიტულის მინიჭება განაპირობა.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თორნიკე შენგელიასთვის აღნიშნული მაჩვენებელი (33 ქულა) ევროლიგაზე საუკეთესო შედეგია.



აღნიშნული გამარჯვებით არმიელები ევროლიგის მე-6 პოზიციაზე, 2 მოგებითა და 1 მარცხით, გადავიდნენ.

მომდევნო შეხვედრას “ცსკა”, 15 ოქტომბერს, კვლავ ევროლიგის ეგიდით, საკუთარ არენაზე, “ცრვენა ზვეზდას” წინააღმდეგ გამართავს.

ცსკამ ევროლიგაზე ზენიტი დაამარცხა | შენგელია დაფრინავს

სტატიის ავტორი
-