U 20 | საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ირლანდიას 25 ქულით მოუგო

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში ირლანდია 25-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 92-67 დაამარცხა.

საქართველოს 19 ქულითა და 8 მოხსნით გიორგი მესხმა ულიდერა. 18 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა იყო სერგი ნინუას ანგარიშზე.

ეს კოტე ტუღუშის, დავით ნოზაძისა და ქაქუცა აბაიშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის ევროპის ჩემპიონატზე მესამე გამარჯვებაა.

საქართველოს ნაკრები ბრძოლას მე-13 ადგილისთვის აგრძელებს და გადამწყვეტ მატჩში ხვალ ლატვიას შეხვდება.

U 20 | საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ირლანდიას 25 ქულით მოუგო

სტატიის ავტორი
-