U16 კალათბურთელების წარმატება | ქართველები ნახევარფინალში არიან

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით 16-წლამდელთა ჩელენჯერის ტიპის ტურნირი მიმდინარეობს.

ტურნირში საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებიც იღებს მონაწილეობას, რომლებმაც ამ ეტაპისათვის საკმაოდ კარგი შედეგი დააფიქსირეს.

დასრულდა ჯგუფური ეტაპი, რომლის შედეგად ჩვენი გუნდი 4 ნაკრებით დაკომპლექტებულ ჯგუფში, 2 მოგებითა და 1 მარცხით პირველ ადგილზე გავიდა.

პირველ თამაშში ქართველი კალათბურთელები სლოვაკებთან 1-ქულის სხვაობით, ანგარიშით 76:77, დამარცხდნენ – შეხვედრის კულმინაცია მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე შედგა, როდესაც სლოვაკებმა დასკვნითი 3-ქულიანის რეალიზების შედეგად გაიმარჯვეს.


U16 კალათბურთელების წარმატება | ქართველები ნახევარფინალში არიან 1

ლუკა ალავიძე უნგრეთის წინააღმდეგ – 24 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 5 ჩაჭრა და 1 ბლოკი.


მეორე და მესამე შეხვედრაში კი ჩვენმა 16-წლამდელთა ნაკრებმა დამაჯერებელი შეხვედრები ჩაატარეს – ორივე შეხვედრა 10 ქულით მოიგეს, ჯერ კვიპროსი დაამარცხეს (76:86), ხოლო შემდეგ უნგრელები (51:61).

ამრიგად, ქართველი კალათბურთელები ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე იმყოფებიან, სადაც მათი მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება, მეორე ნახევარფინალური წყვილი კი პორტუგალიისა და უნგრეთის ნაკრებებით დაკომპლექტდა.

 

U16 კალათბურთელების წარმატება | ქართველები ნახევარფინალში არიან

სტატიის ავტორი
-