ევროპის 16-წლამდელთა ჩემპიონატზე (C დივიზიონი) საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში მოასპარეზე საქართველოს 16 წლამდელთა გოგონების გუნდმა სომხეთი 77:61 დაამარცხა და ნახევარფინალში ადგილი გაინაღდა. ჩვენი მეტოქის ვინაობა დღეს საღამოს გაირკვევა.
მატჩის გამორჩეულ მოთამაშედ კვლავ სალომე სვანი მოგვევლინა, რომელმაც 32 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.