უდონის ჰასლემი მაიამის ღირსეულად დაემშვიდობა | VIDEO

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში, “მაიამისა” და “ორლანდოს” დაპირისპირება შედგა. მაიამიში, “Kaseya Center”-ში გამართული “ფლორიდული დერბი” მასპინძელთა გამარჯვებით – 123:110 დასრულდა.

უდონის ჰასლემმა “მაიამის” გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო. ვეტერანმა კალათბურთელმა, რომელმაც “მაიამის” მაისურით რეგულარულ სეზონში უკანასკნელად იასპარეზა, პარკეტზე გატარებულ 24:55 წუთში 24 ქულისა და 3 მოხსნის დაგროვება შეძლო.

უდონის ჰასლემი მაიამის ღირსეულად დაემშვიდობა | VIDEO 1

ჰასლემი ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა და “მაიამის” ღირსეულად დაემშვიდობა – ცნობილია, რომ ფრენჩაიზში ჰასლემის 20-წლიანი ბრწყინვალე კარიერა დასრულდა. გუნდისათვის მიძღვნილი ერთგული კარიერის შემდეგ, ჰასლემმა თანაგუნდელებისგანაც დასამახსოვრებელი საჩუქარი მიიღო.

ბემ ადებამიომ 42 წლის ჰასლემს სიმბოლური საჩუქარი გაუკეთა. ჰასლემს თანაგუნდელისგან სარწეველა სავარძელი გადაეცა, რომელიც მატჩის დაწყებამდე კორტზე დაუდგეს.

https://www.youtube.com/watch?v=EW4u3pjCn2k

შეგახსენებთ, უდონის ჰასლემის კარიერა 2003 წელს “მაიამიში” დაიწყო და 2023 წელს “მაიამიშივე” სრულდება. 20-წლიანი კარიერის განმავლობაში, ჰასლემი NBA-ის ჩემპიონის ბეჭედს სამჯერ (2006, 2012, 2013) დაეუფლა.

უდონის ჰასლემი მაიამის ღირსეულად დაემშვიდობა | VIDEO

სტატიის ავტორი
-