უკანასკნელ წამებში მოპოვებული გამარჯვება – იშვიათი შემთხვევა გოგონათა კალათბურთში | VIDEO

დიდი ბრიტანეთისა და ისლანდიის 18 წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრებების დაპირისპირება, ბრიტანეთის გამარჯვებით 70:69 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასრულებამდე 9 წამით ადრე, დიდი ბრიტანეთი 3 ქულით (66:69) მარცხდებოდა და მატჩის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ბრიტანელებმა ჯერ შორეული სროლით შეამცირეს ქულათა სხვაობა, შემდეგ კი მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე მეტოქის შეცდომით ისარგებლეს და გამარჯვების მომტანი ბურთი ჩააგდეს.

უკანასკნელ წამებში მოპოვებული გამარჯვება – იშვიათი შემთხვევა გოგონათა კალათბურთში | VIDEO

სტატიის ავტორი
-