ვირტუსი იტალიის თასის 1/2-ფინალში გავიდა – შენგელია მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

იტალიის თასის 1/4-ფინალში ,,ვირტუს ბოლონიამ” ,,ვენეციას” უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 82:68 დაამარცხა. შედეგად სკარიოლოს გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა.

ბოლონიელთა რიგებში 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ქულების რაოდენობით მხოლოდ მარკო ბელინელის (21 ქულა) ჩამორჩა.

ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 სამქულიანი, 10-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

იტალიის თასის ნახევარფინალში ,,ვირტუს ბოლონიას” მეტოქე ,,ტორტონასა” და ,,ტრენტოს” შეხვედრაში ირკვევა.

https://twitter.com/VirtusSegafredo/status/1626315162863996928

ვირტუსი იტალიის თასის 1/2-ფინალში გავიდა – შენგელია მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

სტატიის ავტორი
-