ვირტუსმა ბასკონას მოუგო – შენგელიამ 12 ქულა მოაგროვა

ევროლიგის 25-ე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ” ,,ბასკონიას” უმასპინძლა და 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:83 დაამარცხა.

იტალიური გუნდის შემადგენლობაში 19 წუთამდე ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 12 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. თორნიკეს მარგი ქმედების კოეფიციენტმა 18 შეადგინა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ მილოშ ტეოდოსიჩს ჩამორჩა.

,,ბასკონიას” რიგებში 25 ქულით, 7 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 პასით როკას გიედრაიტისი გამოირჩა.

,,ვირტუსი” 12 მოგებითა და 13 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა.

შენგელიას გუნდი ევროლიგის მომავალ შეხვედრას 3 მარტს, ,,ფენერბახჩესთან” სტუმრად გამართავს.

მატჩის მიმოხილვა:

ვირტუსმა ბასკონას მოუგო - შენგელიამ 12 ქულა მოაგროვა 1

ვირტუსმა ბასკონას მოუგო – შენგელიამ 12 ქულა მოაგროვა

სტატიის ავტორი
-