ვირტუსმა მოიგო | შენგელიას გუნდმა იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიამ” უმთავრეს კონკურენტს – “ოლიმპია მილანოს” უმასპინძლა.

შეხვედრა “ვირტუსის” დომინაციით წარიმართა და საბოლოოდ ანგარიშით – 83:65, დასრულდა.



შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ რომელმაც პარკეტზე 27 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 10 ქულით და 5 მოხსნით დაეხმარა.

ზემოთხსენებული გამარჯვებით “ვირტუს ბოლონიამ” სატურნირო ცხრილში პირველობა გაიმყარა. შენგელიას გუნდს 21 მოგება და 19 მარცხი აქვს, მთავარ კონკურენტ “ოლიმპია მილანოს” კი 19 გამარჯვება და 5 წაგება აქვს.

13 აპრილს, თბილისის დროით 22:30 საათზე, “ვირტუს ბოლონია” მომდევნო შეხვედრას ისევ საშინაო არენაზე გამართავს, სადაც “ტრენტოს” დაუპირისპირდებიან.

ვირტუსმა მოიგო | შენგელიას გუნდმა იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა

სტატიის ავტორი
-